„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეშვიდე ნომერი ლაშა ტალახაძე იქნება
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეშვიდე ნომერი ძალოსანი ლაშა ტალახაძე იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ღონისძიებაზე გაახმოვანა.
მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.