"ვინანიებ... აღარაფერი მაქვს სათქმელი" - 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული
"ვინანიებ... აღარაფერი მაქვს სათქმელი"- ამის შესახებ 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა სასამართლო პროცესზე, დასკვნითი სიტყვის ეტაპზე განაცხადა.
ბრალდებული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დუმილის უფლებით სარგებლობდა.
მას შემდეგ, რაც მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მხარეების პოზიციები მოისმინა, განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე საკუთარ დასკვნით სიტყვაში ამტკიცებდა, რომ ბრალდებულს დანაშაული გენდერის ნიშნით არ ჩაუდენია. ამასთან, მკვლელობის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენასაც გამორიცხავდა.