გორში, მხარდამჭერებთან „ქართული ოცნების" ლიდერების შეხვედრის დასრულებისას, კოალიცია „ცვლილებისთვის" წევრს ლექსო ვალიაურს რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა
გორში, მხარდამჭერებთან „ქართული ოცნების" ლიდერების შეხვედრის დასრულებისას, კოალიცია „ცვლილებისთვის" წევრს ლექსო ვალიაურს რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა.
ვალიაურის თქმით, იგი ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერთა ბოლო რიგებში იდგა, სადაც რამდენიმე რეპლიკა თქვა ,,მათ მოღალატეობრივ პოზიციაზე", რასაც რამდენიმე პირის მხრიდან აგრესია მოჰყვა.
„ვიდექი აქ ჩემთვის, რამდენჯერმე ჩავილაპარაკე მათ მოღალატეობრივ პოზიციაზე, რის შემდეგაც რამდენიმე პირი წამომეწია და ფიზიკურად გამისწორდა, ეცვათ „ქართული ოცნების" მაისურები“, - განაცხადა ლექსო ვალიაურმა.
აღნიშნულ ფაქტზე ამ წუთებში ვალიაურის გამოკითხვა მიმდინარეობს.