თეგებით ძიება

პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრა გადაიდო 6 სთ-მდე, თუმცა ეს საკითხი მეტი ხნით ვერ გადაიდება - გახარია

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ესაუბრა პრეზიდენტს და ორბელიანების სასახელში დღეს "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრა 6 საათისთვის გადაიდო. გახარია ამბობს, რომ ეს საკითხი მეტი ხნით ვერ გადაიდება.

16 სექტემბერს პრეზიდენტმა "ძლიერი საქართველოსთვის" და "გახარია საქართველოსთვის" გაერთიანების მიზნით, მოლაპარაკებების ბოლო ეტაპის გამართვისთვის ორბელიანების სასახლეში მიიწვია.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს თქვა, რომ ჯერ პირადად სურს შეხვდეს გიორგი გახარიას, რაც მისი თქმით, დღეს ვერ ხერხდებოდა, და ამის შემდეგ გამართულიყო საერთო მოლაპარაკებები პრეზიდენტთან.

"ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას. ვესაუბრე ქალბატონ პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება.

პრეზიდენტი დამეთანხა, შეხვედრა გადაიდო 6 საათამდე. თუმცა ეს საკითხი მეტი ხნით ვერ გადაიდება", - წერს გიორგი გახარია.

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა