თეგებით ძიება

წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური ნიშნით საჯარო სკოლებიდან სამი დირექტორი გაათავისუფლეს - საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულებიდან და საჯარო სკოლებიდან თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ვიდეოგანცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია საიას მიერ შესწავლილ 4 საქმეზე, სადაც წინასარჩევნო პერიოდში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება იკვეთება.

საიას განცხადებით, 3 საქმე შეეხება საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს, რომლებიც სავარაუდოდ, პოლიტიკური დისკრიმინაციის საფუძველზე, ან რუსულ კანონთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების გამო გაათავისუფლეს.

ნონა ქურდოვანიძის თქმით, კანონმდებლობის თანახმად, სკოლის დირექტორის თანამდებობაზე არჩევა ხდება შესაბამისი კონკურსის საფუძველზე და სპეციალურ კომისიასთან გასაუბრებით, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სამეურვეო საბჭოს კომპეტენციაა. იმ შემთხვევაში, თუ სამეურვეო საბჭო ვერ ახერხებს დირექტორის არჩევას, განათლების სამინისტროს, კერძოდ მინისტრს აქვს უფლებამოსილება დანიშნოს კონრეტული დირექტორი.

საიას განცხადებით, შესწავლილი საქმეებიდან 2 პირი მონაწილეობდა კონკურსში, თუმცა სამეურვეო საბჭოსთვის არ გადაუგზავნიათ მათი კანდიდატები. 3 კანდიდატიდან სამეურვეო საბჭოს არცერთი აურჩევია. მინისტრმა დისკრედიტაციული უფლებამოსილების ფარგლებში გაათავისუფლა ძველი დირექტორები და მათ ადგილზე დანიშნა ახალი კანდიდატები. 

"რაც შეეხება მეოთხე შემთხვევას, მეოთხე შემთხვევაში გათავისუფლებული პირის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ხელმძღვანელობამ მას მოსთხოვა სამუშაო პროგრამიდან იმ ნაწილის ამოღება, რომელიც NGO-ებთან თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობდა. 

ამის შემდეგ, როგორც თავად აღნიშნავს, გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე მას პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადების დაწერა ურჩია. ამავე საუბრის დროს მან ყურადღება გააამახვილა მის პოლიტიკურ მოსაზრებებზე, სააგენტოში განხორციელებული საკადრო ცვლილებების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებაზე, სოციალურ ქსელში გაზიარებულ კრიტიკულ პოსტებზე და სხვა პირების პოსტებზე განხორციელებულ რეაქციებზე". - თქვა ქურდოვანიძემ.

შეჯამების სახით საიაში ამბობენ, რომ ოთხივე საქმეში გათავისუფლებული პირები გამოირჩეოდნენ მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული მოსაზრებებით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა