თეგებით ძიება

"საუბარი არ დამთავრებულა, კონსულტაციები გრძელდება" - გახარია-ხაზარაძეს შორის მორიგი შეხვედრა დასრულდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ, 17 სექტემბერს, გამართული შეხვედრის შემდეგ, დღეს გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორც მოლაპარაკებების შემდეგ ორმა პოლიტიკოსმა განაცხადა, შესაძლო გაერთიანების თაობაზე შეთანხმება მიღწეული არაა და კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება. 

"პრეზიდენტს დაველაპარაკები, სამწუხაროდ, მოგეხსენებათ, რომ რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკას და, სამწუხაროდ, ჯერ არ გამოდის ეს შეთანხმება, ჩემდა სამწუხაროდ. მამუკას უნდა შეეთანხმებინა თავის გუნდთან, როგორც ჩანს, ვერ მოახერხა ჯერჯერობით ამის შეთანხმება. ვნახოთ, დაველოდებით", - ამბობს გიორგი გახარია.

"მათთან შეთანხმების გარეშე მე დამოუკიდებლად ნაბიჯს არ გადავდგამ. წინააღმდეგი არავინ არ არის კოოპერაციაზე. ჩვენ ბატონ გიორგის შევთავაზეთ, რომ ამ გაერთიანებაში და ამ კოალიციაში შემოსულიყო თანაბარ, სწორუფლებიან პარტნიორად... დეტალებში ვერ შემოვალ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი პირადი მოლაპარაკება. რას ნიშნავს თანაბარი სწორუფლებიანი პარტნიორი, ნიშნავს თანაბარ სწორუფლებიან პარტნიორობას ნიშნავს. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს, არ დამთავრებულა, საუბარი გრძელდება. მე მინდა, მას მადლობა გადავუხადო კონსტრუქციული მიდგომისთვის, არ არის მარტივი რაღაცა. რაც მე მინდა, გითხრათ და რასაც მინდა, რომ მივაღწიო, რომ არჩევნებამდე ჩვენს მოქალაქეებს ვაჩვენოთ, როგორ გამოიყურება კოალიცია და ვის რა ზომა, წონა აქვს ამ კოალიციაში, ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ ჩვენ ქართველ ხალხს ვაჩვენოთ, რომ მრგვალი მაგიდის გარშემო შესაძლებელია იდეის გარშემო, საქართველოს ინტერესებისთვის გაერთიანება. კონსულტაციები გაგრძელდება, თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს პრეზიდენტთან მუდმივი კუნსულტაცია. როცა ახალი შეხვედრა დაინიშნება, შევხვდებით", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა