თეგებით ძიება

„ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო სია წარადგინა

კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო სია წარადგინა.

საარჩევნო სიის პირველი ნომერი თინა ბოკუჩავაა. სიაში ასევე არიან: გიორგი ვაშაძე, სოფო ჯაფარიძე, კობა ნაყოფია, გია ჯაფარიძე, პეტრე ცისკარიშვილი, გიგი წერეთელი, ირაკლი ხვადაგიანი, თამარ კორძაია, ირაკლი ფავლენიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, რამაზ ნიკოლეიშვილი, ეკა ხერხეულიძე, ლევან ხაბეიშვილი, ლაშა ბაქრაძე, ანა წითლიძე, ლევან ანთაძე, პაატა მანჯგალაძე, ლელა ჯეჯელავა, გუბაზ სანიკიძე, დიმიტრი ჩიქოვანი, გიორგი ჩალაძე, გიორგი ბოტკოველი, პაატა ლეჟავა, მანუჩარ ახალაია, დავით კირკიტაძე, ზაზა გოგავა, ირაკლი ნადირაძე, ხატია დეკანოიძე, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბარამიძე, სერგო ჩიხლაძე, თეიმურაზ ჯანაშია, ჯეიხუნ ნარზალოვი, ბადრი ბასიშვილი, სულხან სიბაშვილი, ზაზა გოროზია, ირაკლი ეძგვერაძე, ლევან მეტრეველი, ბონდო თედორაძე, არმაზ ახვლედიანი, გიორგი თევდორაძე, ნატალია მჭედლიშვილი, ნიკა ობოლაძე, ცოტნე აბესაძე, ივერი ბალახაშვილი, თეონა ჭალიძე, დავით ჯუღელი, თათია ნიკოლაშვილი, ვასო ურუშაძე.

როგორც თამარ კორძაიამ განაცხადა, სიაში მყოფი კანდიდატების 2/3 არასდროს არ ყოფილა საჯარო თანამდებობებზე.

„ამიტომ ის დაკვეთა, რაც აქვს საზოგადოებას, რომ იყვნენ უფრო მეტად წარმოდგენილი ადამიანები, რომლებიც არ ყოფილან ხელისუფლებაში, ჩვენი მხრიდან არის შესრულებული. ასევე, ჩვენს სიაში დაცულია გენდერული ბალანსი და ამ თვალსაზრისითაც ჩვენ, ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნებს ვპასუხობთ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ

კოალიციის წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ეს სია შემუშავებულია და მასში ასახულია პარტიის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავასა და პარტიის დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის ხედვა, როგორი უნდა იყოს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ შეხედულება ხელისუფლებაზე და ზოგადად, პარლამენტზე.

„სიის ორ მესამედს შეადგენენ ადამიანები, რომლებიც ადრე არ იკავებდნენ მაღალ საჯარო თანამდებობებს და ამ მხრივ განახლება არის. ამ სიაში ასევე არის ბევრი ახალგაზრდა და ეს ასახავს თაობათა ცვლის იმ პროცესს, რომელიც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში მიმდინარეობს. სიაში, ასევე, ასახულია პარტიის რეგიონული წარმომადგენლობა.  ერთი სიტყვით, ეს არის გამარჯვების სია, რომელმაც საქართველოს მომავალი პერსპექტივები უნდა უზრუნველყოს“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა