დღევანდელი მსვლელობა არის წინასწარი განაცხადი იმის, რაც 26 ოქტომბერს მოხდება - გიგა ბოკერია
"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - ევროპული მარშის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. პარტია "ფედერალისტების" ლიდერები, გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი ევროპულ მარშში მონაწილეობისთვის მოქალაქეებს რესპუბლიკის მოედანზე, 17:00 საათიდან ელოდებიან.
როგორც გიგა ბოკერია "პირველებთან" აცხადებს, "დღევანდელი მსვლელობა არის წინასწარი განაცხადი იმის, რაც 26 ოქტომბერს მოხდება".
დღევანდელ მარშს ვუერთდებით ჩვენ და ვიქნებით რესპუბლიკის მოედანზე 5 საათზე. დღევანდელი მარში არის წინასწარი განაცხადი იმისი, რაც მოხდება სულ რამდენიმე დღეში, 26-ში. ამ ქვეყნის საზოგადოებისგან, ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობისგან საკუთარი მტკიცე ნების დემონსტრირება იქნება დღეს მარშზე და რაც მთავარი, შემდეგ არჩევნებზე, რომ ამ ქვეყნის მომავლის, თავისუფლების, ქვეყნის სახელმწიფოებრიობის და ქვეყნის შიგნით მოქალაქეების თავისუფლების დაცვა ჩვენი მოვალეობაა", - ამბობს გიგა ბოკერია.