თეგებით ძიება

რამდენიმე წელში ქალაქებს წყალი დაფარავს - შემაშფოთებელი პროგნოზი

ცოტა ხნის წინ ინ­ტერ­ნეტს ვირუ­სუ­ლად მო­ე­დო Tik-Tok-ის აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს თა­ვის მო­მა­ვალს სთა­ვა­ზობ­და. ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მიერ გე­ნე­რი­რე­ბუ­ლი ფილტრი გაჩ­ვე­ნებთ თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბით 50 წლის შემ­დეგ - და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კა­ნით და ღრმა ნა­ო­ჭე­ბით. რამ­დე­ნი­მე თვე­ში ფილტრმა და­ახ­ლო­ე­ბით 11 მი­ლი­არ­დი ნახ­ვა და­აგ­რო­ვა. სა­კუ­თა­რი და­ბე­რე­ბუ­ლი თა­ვის ხილ­ვის შე­დე­გად შე­საძ­ლოა, უფრო მეტი მზის­გან დამ­ცა­ვი ან და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი გა­მო­ვი­ყე­ნოთ, მაგ­რამ რა ხდე­ბა თუ მოგ­ვინ­დე­ბა ვნა­ხოთ, რო­გორ იქ­ნე­ბა სამ­ყა­რო კლი­მა­ტუ­რი დათ­ბო­ბის შე­დე­გად? ამ თე­მა­ზე National Geographic-მა ვრცე­ლი მა­სა­ლა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა.

სამ­ყა­რო 50 წე­ლი­წად­ში

2023 წლის ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც პლა­ნე­ტა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი დათ­ბო­ბის გზა­ზეა, სუ­რა­თი არც ისე სა­ხარ­ბი­ე­ლო იქ­ნე­ბა. მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი კლი­მა­ტო­ლო­გე­ბის პროგ­ნო­ზით მომ­დევ­ნო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლიო სა­ხი­ფა­თო ტემ­პე­რა­ტუ­რულ ზღვარს გა­ივ­ლის, თუ ქვეყ­ნე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ არ შე­ამ­ცი­რე­ბენ წი­ა­ღი­სე­უ­ლის წვას. 2020 წელს, National Geographic-მა შექ­მნა სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რი ფუნ­ქცია, რო­მე­ლიც გვაჩ­ვე­ნებს, რო­გო­რი იქ­ნე­ბა სამ­ყა­რო 50 წლის შემ­დეგ: 2070 წლის­თვის ბოს­ტო­ნი უფრო მე­ტად ბარ­დველს ემ­სგავ­სე­ბა, კენ­ტუ­კის შტა­ტი, ზა­ფხუ­ლი სა­შუ­ა­ლოდ 8°F-ით უფრო ცხე­ლი იქ­ნე­ბა. უფრო ცხე­ლი იქ­ნე­ბა ჰა­ნოი, ვი­ეტ­ნა­მი და ა.შ.

არა­კო­მერ­ცი­უ­ლი კლი­მა­ტის კვლე­ვი­თი ჯგუ­ფი Climate Central's Picturing Our Future მო­მავ­ლის ორ ვერ­სი­ას გვიჩ­ვე­ნებს: რო­გო­რი იქ­ნე­ბა სამ­ყა­რო, თუკი ჩვენს ამ­ჟა­მინ­დელ გზას შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ და დე­და­მი­წას 3°C-ით გა­ვათ­ბობთ და რო­გო­რი იქ­ნე­ბა, თუ მკვეთ­რად შე­ვამ­ცი­რებთ ნახ­შირ­ბადს. და­ბინ­ძუ­რე­ბის შე­ზღუდ­ვა გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბას 1,5°C-ით შე­ამ­ცი­რებს, რაც პა­რი­ზის კლი­მა­ტის შე­თან­ხმე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია.

Climate Central იყე­ნებს ფო­ტო­რე­ა­ლის­ტუ­რი სუ­რა­თე­ბის, ვი­დე­ო­ე­ბის, Google Earth-ის კად­რე­ბი­სა და ანი­მა­ცი­უ­რი GIF-ების ერ­თობ­ლი­ო­ბას. ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია ადა­რებს პო­ტენ­ცი­ურ შე­დე­გებს 200-მდე ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბი­სა და სა­კულ­ტო ად­გი­ლის­თვის მთელს მსოფ­ლი­ო­ში, ბურჯ ხა­ლი­ფა­დან და­წყე­ბუ­ლი, ვა­შინგტონ­ში, ნა­ცი­ო­ნა­ლურ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრამ­დე დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

"ჩვე­ნი ტვი­ნის და­ახ­ლო­ე­ბით 30% მხედ­ვე­ლო­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. კლი­მა­ტის საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ მეც­ნი­ე­რუ­ლი ან­გა­რი­შე­ბის უმე­ტე­სო­ბა აღ­ნიშ­ნავს ციფ­რებს, რო­მელ­თა ინ­ტერპრე­ტა­ცია ძნე­ლია: რას ნიშ­ნავს რე­ა­ლუ­რად ზღვის დო­ნის ერთი ან ხუთი ფუტი აწე­ვა?” - ამ­ბობს ბენ­ჟა­მინ შტრა­უ­სი, Climate Central-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი და მთა­ვა­რი მეც­ნი­ე­რი.

მისი თქმით, ამ ვი­ზუ­ა­ლის მი­ზა­ნია იმის ჩვე­ნე­ბა, რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გავ­ლე­ნა მო­ვახ­დი­ნოთ მო­მა­ვალ­ზე. კლი­მა­ტო­ლო­გი კეტ­რინ ჰე­ოჰო ასე­ვე პროგ­ნო­ზი­რებს, რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლუ­რად დი­ნა­მი­უ­რად ცვლის ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი სცე­ნა­რე­ბის ალ­ბა­თო­ბას“, - ამ­ბობს ის.

ჰე­იჰო ცდი­ლობს და­ეხ­მა­როს ადა­მი­ა­ნებს წარ­მო­იდ­გი­ნონ, თუ რო­გორ იმოქ­მე­დებს დათ­ბო­ბის პლა­ნე­ტა მათ­ზე პი­რა­დად.

”იფიქ­რეთ ყვე­ლა­ზე ცხელ ზა­ფხულ­ზე, რო­მე­ლიც გახ­სოვთ. რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და თქვე­ნი დე­ნის გა­და­სა­ხა­დი?” - ჰე­იჰო ამ­ბობს, რომ ამე­რი­კამ უკვე და­ი­ნა­ხა, რომ 100 გრა­დუ­სი­ა­ნი დღე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სამ­ჯერ გა­ი­ზარ­და ბოლო 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ვრცლად


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა