თეგებით ძიება

შესაძლოა, შეგვიჩერონ უვიზო მიმოსვლა და ეს ხალხის დასჯა კი არა, ქვეყანაში არსებული სიტუაციის შეფასება იქნება - ზურა ჯაფარიძე

„ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

ოპოზიციურ შტაბში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები - გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა, ასევე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე იმყოფებოდნენ.

როგორც ზურა ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ოპოზიციური პარტიები მომავალი დღეების სამოქმედო გეგმასა და ახალი პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ, რაც მისი თქმით, პარტნიორ ევროპელ კოლეგებს ოპოზიციურ პარტიებთან კომუნიკაციას გაუმარტივებს.

„ჩვენი მეგობრებისგან იყო იდეა, რომ შეიქმნას ფორმატი, რომელიც მათ კომუნიკაციას ჩვენთან გაამარტივებს, რომ ადვილად გაიგონ ოპოზიციის ხედვებთან დაკავშირებული საკითხები.

ახლაც მიმდინარეობს პროტესტთან დაკავშირებით მსჯელობაც და თუ რაიმე სიახლე იქნება, საზოგადოებას აუცილებლად გავაგებინებთ.

ამ ქვეყანაში სანამ იქნება ავტოკრატიული ხელისუფლება და დავშორდებით დემოკრატიულ პრინციპებს, შესაძლოა, შეგვიჩერონ უვიზო მიმოსვლა და ეს ხალხის დასჯა კი არა, ქვეყანაში არსებული სიტუაციის შეფასება იქნება“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა