თეგებით ძიება

"საკმაოდ დიდი ფართობია მოწყვეტილი, როდის ჩამოვა, არავინ იცის" - რას წერს გავრცელებულ კადრებზე თეა გოდიოლაძე?

დღეს, სოციალურ ქსელშi გავრცელდა ფოტოები ლილეთიდან, რომლებშიც ჩანს, რომ კიკეთის ტყეში მიწას ნაპრალები გაუჩნდა. საზოგადოებას გაუჩნდა კითხვა, რა შეიძლება გამოიწვიოს ამ პროცესმა?

როგორც თეა გოდოლაძე ამბობს, "საკმადოდ დიდი ფართობია მოწყვეტილი, როდის ჩამოვა, არავინ იცის".

"თანამოქალაქენო, დილიდან უამრავმა თქვენგანმა მომწერა, ამიტომ ერთიანად გაგცემთ პასუხს.დიახ, ეს არის დაძრული ფერდი (მეწყრული პროცესი) კიკეთში. ზაფხულში, კიკეთელებმა აღმოაჩინეს და ერთად დავათვალიერეთ. იმ ადგილზე დაფერდებაა და წყვეტის შემთხვევაში ჩადის ხევში. სრულიად ბუნებრივი პროცესია.

გამოვიძახეთ ზაფხულშივე გარემოს სააგენტო და მერიის სამსახური. ძალიან დიდი ღრმულებია და საშიში იყო როგორც ადამიანებისათვის, ასევე ცხოველებისათვის. უნდა გაკეთებულიყო ნიშნულები. როგორც ვხედავთ არაფერი გაკეთებულა. ადგილობრივების ჯგუფში დავწერეთ რომ ფრთხილად ყოფილიყვნენ. საკმადო დიდი ფართობია მოწყვეტილი, როდის ჩამოვა, არავინ იცის," - წერს თეა გოდოლაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა