"ევროპა გინდა ჩემს გარეშე, შენს გარეშე, მეზობლის გარეშე, ძმის გარეშე, რის გარეშე?! ძალიან ბოლშევიზმში გადავიდა ეს ხალხი“ - ნინო ნადირაძე (ვიდეო)
კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის კვირა“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა.
"მე ვფიქრობ, რომ მსოფლიო გადანაწილების პროცესში საქართველოზე თითქოს დასავლეთიდან სიგნალს უგზავნიან რუსეთს, რომ ჯერ საქართველო ჩვენ არ გვინდა, ჩვენ ამას არ ვიღებთ ჯერ, შენ არ იდარდო. თვითონ ცოცხლები რჩებიან და ამ ახალგაზრდებს სისხლს სწოვენ. მე ეს კინო ნანახი მაქვს და შვილო, არ მინდა, რომ შენ იგივე ნახო, მინდა რომ უკეთესი ცხოვრება ნახო, დამიჯერე, დაითმინე, გვპირდებიან, 2030-ში იხსნება ხომ? გაფართოებაზე არის საუბარი, 5 წლით ადრე მეზობელს რომ ესვრი, ახლობელს რომ ესვრი, არავის რომ არ ელაპარაკები, ყველა ერთმანეთს რომ ვერ იტანს, და, ძმა, მეზობელი, ახლობელი თუ არ გიყვარს და ყველა გეზიზღება, ეს სამშობლო რაღას ნიშნავს მეტს, ამიხსენით?! ანუ ევროპა გინდა ჩემს გარეშე, შენს გარეშე, მეზობლის გარეშე, ძმის გარეშე, რის გარეშე?! ძალიან ბოლშევიზმში გადავიდა ეს ხალხი, კლასიკური ბოლშევიკური სქემაა და მაიდანის სცენარი უდევთ წინ და მარიონეტებივით ამ ბავშვებს ატარებენ ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ნინო ნადირაძემ.