თეგებით ძიება

საქართველოში მარტში ყველაზე მეტად ბოსტნეული გაძვირდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მარტში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.2 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები 21.3 პროცენტით მომატებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ზეთი და ცხიმი 16.4 პროცენტით გაძვირდა; ყავა, ჩაი და კაკაო – 14.4 პროცენტით; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული კი – 10.8 პროცენტით.

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 7.8 პროცენტითაა გაძვირებული; პური და პურპროდუქტები – 5.2 პროცენტით.

თევზეულზე ფასებმა 3.5 პროცენტით მოიმატა; რძე, ყველი და კვერცხი კი 2.8 პროცენტით გაძვირდა, ხოლო ხორცი და ხორცის პროდუქტები – 1.4 პროცენტით.

ამასთან, ფასები -3.3 პროცენტით შემცირებულია ხილზე.

„ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (8.9 პროცენტი), სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.4 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურების (7.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.3 პროცენტით, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (22.4 პროცენტი), დაზღვევა (8.7 პროცენტი), საფინანსო მომსახურება (5.4 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (3.6 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.28 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (5.3 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.9 პროცენტი); კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.46 პროცენტული პუნქტით აისახა“, – წერია საქსტატის ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა