თეგებით ძიება

5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

რთული და დაძაბული დღეა. თქვენი სასიცოცხლო ენერგია კრიტიკულ ზღვარზეა. შეიძლება გარშემომყოფთა უწესობამ, ცუდმა ფიზიკურმა მდგომარეობამ და ძილის ნაკლებობამ ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. სამსახურში, ხელმძღვანელობის მხრიდან მოსალოდნელია უკმაყოფილება და საყვედურები, არც ოჯახური ურთიერთობებია იდეალურად. უმჯობესია, ყურადღება პრობლემების გადაჭრაზე გადაიტანოთ და ნაკლები ინერვიულოთ. თუ ვალები გაქვთ, დღეს მათი გადახდა საუკეთესო გამოსავალია.

კურო

კუროებისთვის თვითშემეცნებისთვის, შინაგანი განწმენდისა და საკუთარ თავზე მუშაობისთვის საუკეთესო დღეა. ასევე შესაფერისი დროა ახალი ცოდნის მისაღებად. მნიშვნელოვანია, გათავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც განვითარებაში ხელს გიშლით და გაბრკოლებთ. შინაგანი შეზღუდვები  წინსვლაში და გეგმების შესრულებაში ხელს გიშლით. დროა, ახალი მიღწევებისთვის კარი გახსნათ.

ტყუპები

ეს დღე  ბიზნესის განვითარებისა და ახალი საქმიანი შეხვედრებისთვის ხელსაყრელია. ხელიდან არ გაუშვათ სასარგებლო კონტაქტების გაფართოვების შანსი. თუ ნაკლებს ილაპარაკებთ და მეტს მოისმენთ, შეიძლება ისეთი რამ გაიგოთ, რაც ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა შფოთვის განცდა გაჩნდეს, რაც ახლობელ ადამიანს უკავშირდება. რაც შეეხება სიყვარულს, ჯერჯერობით რომანტიკული ურთიერთობები მეორე პლანზე გადადის.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის რთული და პრობლემებით სავსე დღეა. გადაღლისა და უძილობის გამო ჯანმრთელობის გაუარესებისა და სასიცოცხლო ენერგიის კლებისთვის მზად უნდა იყოთ. შეიძლება ამ დღეს გააცნობიეროთ, რომ თქვენს ირგვლივ მხოლოდ მეგობრები და კეთილმოსურნე ადამიანები არ არიან და ვიღაც დიდი ხანია, თქვენთვის პრობლემების შექმნას ცდილობს. ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები. შეეცადეთ დამშვიდდეთ, გონებიდან ნეგატივი მოიცილოთ და ემოციები აკონტროლოთ. თუ ვალები გაქვთ, ახლა მათ დასაფარად საუკეთესო დროა.

ლომი

ეცადეთ ეს დღე ვარჯიშს და სუფთა ჰაერზე სეირნობას დაუთმოთ.  ნებისმიერი ურთიერთობა ხელსაყრელია. შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენი უახლოესი მეგობარი გახდება და მომავალში მნიშვნელოვან საქმეში დაგეხმარებათ. ფრთხილად - ზედმეტმა ემოციურობამ შეიძლება დაგაზარალოთ, ამიტომ ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ. ყველას ნუ ენდობით, რომ მომავალში იმედგაცრუება თავიდან აიცილოთ. თავი შეიკავეთ სამსახურში, კოლეგებთან საკუთარ გეგმებზე საუბრისგან, თორემ შეიძლება ვიღაცამ იდეა მოგპაროთ.  

ქალწული

ენერგიით, ენთუზიაზმითა და ოპტიმიზმით სავსე ხართ, რაც ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს. შესაძლებელია, ამ დღეს მხარდამჭერები გამოგიჩნდნენ, რომლებიც მომავალშიი ბევრჯერ დაგეხმარებიან. არსებობს შანსი კარიერული წინსვლისთვის. ხელსაყრელი დროა სპორტული ვარჯიშებისთვის, მკურნალობის დაწყების და ბავშვის ჩასახვისთვის. საღამოს თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელის მიღებისგან.

სასწორი

სასწორებისთვის ნაყოფიერი პერიოდი იწყება, რომელიც წარმატებისა და განვითარების შესაძლებლობას უკავშირდება. ყურადღება მიაქციეთ ძველ, დაუსრულებელ საქმეებს, რომლებიც გამუდმებით თავს გახსენებთ და წინსვლაში ხელს გიშლით. სავარაუდოდ, ბიზნესში ახალი პერსპექტივები გაჩნდება, თუმცა მოქმედების დაწყებამდე ყველა რისკი საფუძვლიანად უნდა შეისწავლოთ. მოერიდეთ საეჭვო ფინანსურ გარიგებებში მონაწილეობას — ეს თქვენს ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება. გირჩევთ უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობას მეტი დრო დაუთმოთ - მათგან შეიძლება მოისმინოთ ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანი საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

მორიელი

ენერგიულობა და გამჭრიახობა ამ დღის ამოცანებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ, თუმცა ეცადეთ ზომიერება დაიცვათ - ზედმეტი აჩქარება და უყურადღებობა ბევრ საქმეს გააფუჭებს. თავი შეიკავეთ არაკეთილგანწყობილ ადამიანებთან ურთიერთობისგან — ისინი ენერგიას გართმევენ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა დიდი ხნის უნახავი ადამიანი გესტუმროთ, რომელიც სასიამოვნო სიახლეებს მოგიტანთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის მშვიდი, ყოველდღიური საქმეებით დატვირთული დღეა. შესაძლოა მაცდური წინადადება შემოგთავაზონ, მაგრამ უმჯობესია უარი თქვათ — ამით პრობლემებს თავიდან აიცილებთ. ეცადეთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში გულწრფელობა გამოიჩინოთ - თქვენი ტყუილი ადრე თუ გვიან გაცხადდება და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უზარმაზარ ბზარს გააჩენს. ფულის ხარჯვისთვის არახელსაყრელი დროა. გამორიცხული არ არის გაუთვალისწინებელი სიტუაციები, როცა თქვენი დანაზოგი ძალიან გამოგადგებათ.

თხის რქა

ამ დღეს ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. შესაფერისი დროა ყველა სახის ხელშეკრულების გასაფორმებლად — იქნება ეს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, სასურველი ხელშეკრულების დადება თუ საყვარელ ადამიანთან ქორწინება. ამ დღეს ყველაფერი გამოვა რასაც ხელს მოკიდებთ. წარმატებული დროა პარტნიორული ურთიერთობების დასაწყებად. თუ დიდი ხანია შინაური ცხოველის ყოლა გსურთ, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. ეს ცხოველი თქვენი ნამდვილი მეგობარი გახდება.

მერწყული

მშვენიერი დღეა სხვადასხვა სფეროში ახალი პროექტების დასაწყებად. კარგ ხასიათზე და შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში ხართ. თქვენი პარტნიორები და ხელმძღვანელობა მზად არიან მხარი დაგიჭირონ. დღის პირველი ნახევარი პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხებით დატვირთული იქნება, თუმცა საღამოს გართობას და დასვენებას შეძლებთ.  ახლა ძალების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია..

თევზები

თევზებისთვის ყველა სფეროში წარმატებული დღეა. სამსახურში შესაძლებელია ახალი პროექტის განხორციელებისთვის თანამოაზრეები იპოვოთ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ სამსახური ან მთლიანად საქმიანობის სფერო შეიცვალოთ. ოჯახურ ურთიერთობებში ყველაფერი მშვენიერადაა და შეშფოთების საფუძველი არ გაქვთ. თქვენ ოჯახს სიმშვიდეს ანიჭებთ, ისინი კი სითბოს და სიყვარულს გიბრუნებენ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას და ნაჩქარევ შესყიდვებს ერიდეთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა