თეგებით ძიება

მომავლის სახლები სოკოს აგურით აშენდება - ახალი აღმოჩენა

სოკოს აგური? სამეცნიერო ფანტასტიკასავით ჟღერს, მაგრამ ინჟინრები ამ იდეას უკვე სერიოზულად განიხილავენ. ასეთი სამშენებლო მასალა ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობას ამცირებს და მშენებლობის პროცესს ამარტივებს. მეტსაც გეტყვით - მეცნიერებს მხოლოდ სოკოს აგურები არ ჰყოფნით და სურთ  ცოცხალი სოკო ისე „დაპროგრამონ“, რომ თვითონ გაიზარდოს და საჭირო ფორმა მიიღოს. როგორ? მოდი, ერთად გავარკვიოთ.

 Ещё в 1980-х годах Филипп Росс выдвинул идею об использовании грибов в качестве строительного материала / Источник: hamachi-soft.ru

ჯერ კიდევ 1980-იან წლებში, სან-ფრანცისკოელმა ბიოლოგმა, ფილიპ როსმა განაცხადა, რომ სოკოს მშენებლობაში გამოყენება სრულიად შესაძლებელია. მან აღმოაჩინა, რომ სოკოს მიცელიუმისგან მიღებული მასალა ბეტონივით მტკიცეა და ობი არ ეკარება.

როსმა თავისი გამოგონება პირველად სან-ფრანცისკოს არქიტექტურულ ფესტივალზე წარადგინა, შემდეგ კი ლაბორატორია გახსნა, სადაც სოკოს მასალისგან ავეჯის დამზადებაზე დაიწყო მუშაობა. 2014 წელს როსის ტექნოლოგია რეალურ გარემოში გამოსცადეს და ნიუ-იორკში სოკოს აგურების გამოყენებით პავილიონი ააგეს.

მოგვიანებით  „სოკოს იდეით“ სხვა კომპანიებიც დაინტერესდნენ. მაგალითად, ყველასთვის კარგად ცნობილი IKEA მიცელიუმისგან შესაფუთ მასალას ქმნის, სხვები — ავეჯს და ტანსაცმელს. ერთმა ნიდერლანდურმა სტარტაპმა კი სოკოსგან… კუბოების შექმნა გადაწყვიტა. ასეთი კუბო მიწაში სწრაფად იშლება, ხელს უწყობს ხეების ზრდას და ნიადაგის გაწმენდას ტოქსინებისგან.

Пример грибной упаковки из Икеи / Источник: youtube.com

2021 წელს კომპანია “ადიდასმა” განაცხადა, რომ დიდი ხანი ეძებდა ბუნებრივ მასალას, რომელსაც წარმოებაში გამოიყენებს და მიაგნო. სოკოს მიცელიუმი, რომელიც სოკოს მიწაში არსებული ნაწილია და მდგარდობით გამოირჩევა, ცხოველური მასალის ჩასანაცვლებლად კარგი ალტერნატივაა – აცხადებენ კომპანიაში. სხვათა შორის, მიცელიუმის სპორტული ფეხსაცმელების საცდელი ვერსიები უკვე შეიქმნა.

სოკოს სახლები

ნამიბიაში იზრდება ბუჩქოვანი მცენარე, რომელიც ნიადაგიდან იმდენ წყალს იწოვს, რომ  შეუძლია ნოყიერი მიწები უდაბნოდ აქციოს, მაგრამ სწორედ ამ ბუჩქის დახმარებით მეცნიერები გამძლე სამშენებლო მასალას ქმნიან, რომელსაც ბეტონის ჩანაცვლება შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში მთავარ როლს მიცელიუმი თამაშობს — ის თითქოს ბუნებრივი წებოა, რომელიც მცენარეულ მასალას, ნაგავს, მიწასაც კი ერთმანეთთან აკავშირებს.

Пример грибной архитектуры / Источник: buzzorange.com

შედეგი? პრაქტიკული და ეკოლოგიურად სუფთა მასალა!

კოსმოსური ამბიციები

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ მეცნიერები სოკოსგან სახლების აშენებას… მარსზე გეგმავენ! მაგრამ ერთი პრობლემა მაინც არსებობს -როგორ უნდა გავზარდოთ სოკო ღია კოსმოსში, სადაც მისი ზრდის პირობები არ არსებობს?

Будущее за грибами: они помогут нам заселить другие планеты! / Источник: author.today

აი, როგორ გამოსავალს გვთავაზობენ მკვლევარები:

1. კოსმოსური ხომალდი მარსზე ბიომასისა და სოკოს მიცელიუმის მშრალ ნარევს ჩაიტანს.

2.რობოტები ამ ნარევს ადგილობრივი რესურსებიდან მიღებულ წყალთან და აირებთან შეურევენ, რის შემდეგადაც ჟანგბადი გამოიყოფა.

3. ჟანგბადის პირობებში მიცელიუმი დაიწყებს ზრდას, წყალმცენარეებს შეერწყმება და ძლიერ, ქვასავით მაგარ სამშენებლო მასალას შექმნის.

რაღა დარჩა? გავაგზავნოთ ხომალდი და მარსზე სოკოს სახლები ავაშენოთ. მაგრამ როგორ დავიცვათ თავი კოსმოსური რადიაციისგან? მეცნიერების თქმით, მიცელიუმი, რომელსაც სოკო შეიცავს, მავნე გამოსხივებას ბლოკავს. ასე რომ, ასტრონავტებს ბევრი სანერვიულო არ ექნებათ — რადიაცია მათ ვერაფერს დააკლებს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა