რატომ აგებენ აშშ-ში გზებს უმეტესად, ბეტონისგან
ამერიკის შეერთებულ შტატებში საავტომობილო გზებს არა მხოლოდ ასფალტისგან, არამედ ბეტონისგანაც აგებენ. უფრო მეტიც, გზის საფარის შექმნისას ბეტონი გაცილებით პრიორიტეტულად ითვლება. მოდი, ერთად გავარკვიოთ რა არის ბეტონში ასეთი განსაკუთრებული და მართლა სჯობს თუ არა ის ასფალტს?
ფინანსური თვალსაზრისით, საავტომობილო გზები ყველა ქვეყნის გადასახადის გადამხდელისთვის „შავი ხვრელია“ და ამერიკის შეერთებული შტატები ამის ნათელი მაგალითია. საავტომობილო გზების ხარისხი მათი მდებარეობის მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, 2017 წელს როდ-აილენდის შტატში გზების 53% ცუდ მდგომარეობაში იყო, კალიფორნიაში — 45%, ჰავაიზე — 42%, კონეკტიკუტსა და ნიუ ჯერსიში — 34%, ოკლაჰომაში — 33%. ამერიკაშიც, ისევე როგორც ყველგან, გზებს ყველაზე მეტად ორი ძირითადი ფაქტორი: სატრანსპორტო ნაკადი და კლიმატური პირობები აზიანებს.
თუ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებში ავტოტრანსპორტის ინტენსიური ნაკადების პრობლემებს ბოლო წლებში შეეჯახნენ, ამერიკაში ეს პრობლემა გაცილებით ძველია. ბოლოს და ბოლოს, ამერიკა ოდესღაც ავტომწარმოებელი ინდუსტრიის ცენტრი იყო. გარდა ამისა, ფართობის მიხედვით, ეს ქვეყანა მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ბუნებრივია, ამხელა სივრცეში ტვირთების გადასაზიდად დიდი ზომის სატვირთოებს იყენებენ - იაფია და პრაქტიკული, მაგრამ ასფალტს ძალიან აზიანებს. სწორედ ამიტომ ამერიკაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზებს (Highway) უმეტესად, ბეტონისგან აშენებენ. დიახ, ბეტონი ასფალტზე ბევრად უფრო ძვირია, მაგრამ საბოლოოდ, ბევრად უფრო იაფი გამოდის. საქმე ის არის, რომ ბეტონის გზის საფარი დაახლოებით, 30 წელი ძლებს, შესაბამისად, შესაბამისად, შეკეთებას ან ახალი გზის დაგებას ასფალტის გზასთან შედარებით 2.5-ჯერ ან 3-ჯერ იშვიათად საჭიროებს.
გამძლეობისა და საიმედოობის გარდა, ბეტონის გზას კიდევ რამდენიმე უპირატესობა აქვს - ის ზაფხულის სიცხეს ასფალტზე უკეთ უძლებს, ფორმას ნაკლებად იცვლის და სინათლეს კარგად ირეკლავს, რაც ღამით გადაადგილებისას ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება მკითხველს ლოგიკური კითხვა გაუჩნდეს - თუ ბეტონი ასეთი კარგია, ყველა გზა ბეტონისგან რატომ არ იგება?
სამწუხაროდ, ბეტონის დადებითი თვისებების მიუხედავად, მნიშვნელოვანი ნაკლიც აქვს..
1. პირველ რიგში, ბეტონის გზის დაგებას და მის სრულ გამაგრებას გაცილებით მეტი დრო - დაახლოებით 25 დღე სჭირდება! 2. ბეტონი, რომელიც კარგად უძლებს სიცხეს, საერთოდ ვერ უძლებს დაბალ ტემპერატურას და 3. ბეტონი უკიდურესად სუსტია ტემპერატურის ხშირი ცვლისას. სწორედ ამიტომაც ამერიკაში ბეტონის გზატკეცილებს ძირითადად იმ შტატებში აგებენ, სადაც წლის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა შედარებით მდგრადია.