5 სუპერ-მნიშვნელოვანი განახლება სოც.მედიაში — თუ მარკეტერი ხარ, უნდა იცოდე!
სოციალური ქსელები ყოველდღიურად ვითარდება და ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს კონტენტის გავრცელებისა და აუდიტორიასთან კავშირის გასაღრმავებლად. თუ აქტიურად იყენებთ Instagram-ს, LinkedIn-ს, TikTok-ს ან X-ს (ყოფილი Twitter), მაშინ ეს სიახლეები თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
Instagram-ის ახალი ფუნქცია: Re-posts
ახლა უკვე შეგიძლიათ პირდაპირ Instagram-ზე გადააზიაროთ კონტენტი ისე, როგორც ამას Facebook-ზე ან X-ზე აკეთებთ. Re-post ფუნქცია ამარტივებს თქვენს გვერდზე მნიშვნელოვანი პოსტების გამოჩენას და ამავე დროს, ზრდის კონტენტის "ცხოვრების ხანგრძლივობას“.
LinkedIn – პერსონალიზებული ღილაკი პროფილზე
მარტიდან, LinkedIn-ის Premium Business პაკეტის მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთ პროფილზე დაამატონ პერსონალური ღილაკი. ღილაკის მეშვეობით შესაძლებელია მომხმარებლის გადამისამართება კონკრეტულ ვებსაიტზე, სერვისზე ან პლატფორმაზე.
დამატება ხდება მარტივად:
Me → View Profile → Add Profile Section → Recommended → Add Custom Button → ჩასვით ბმული → Save
ასევე, LinkedIn კვლავ აძლიერებს ფორმატს:
PDF ფაილები, კარუსელები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც პირდაპირ იტვირთება პლატფორმაზე, უკეთესი დაფარვით სარგებლობენ, რადგან ალგორითმი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კონტენტთან გატარებულ დროს.
TikTok – ლაივი პირდაპირ მობილურიდან
TikTok-ის ახალი ფუნქციით მომხმარებლებს აღარ სჭირდებათ კომპიუტერი ან მესამე მხარის აპი ლაივებისთვის. ახლა პირდაპირ მობილური მოწყობილობით შესაძლებელია მაღალი ხარისხის ლაივის გაკეთება, რაც კონტენტის შექმნას უფრო ხელმისაწვდომსა და სწრაფს ხდის.
X (ყოფილი Twitter) – სურათების რედაქტირება პირდაპირ პლატფორმაზე
Grok-ის დახმარებით უკვე შესაძლებელია სურათების რედაქტირება პლატფორმის შიგნით. ეს განსაკუთრებით გამოსადეგია სწრაფი რეაქციის საჭიროებისას ან ვიზუალურად გამართული პოსტების გასაკეთებლად — აპის დატოვების გარეშე.
სოციალური მედიის პლატფორმები მუდმივად განახლებად და განვითარებად გარემოს გვთავაზობენ, რაც კონტენტის ავტორებსა და მარკეტერებს აძლევს მეტ შესაძლებლობას, რომ უკეთ ჩაერთონ აუდიტორიასთან და გამოავლინონ კრეატიულობა. თუ გსურთ, იყოთ თანამედროვე ციფრული ტრენდების წინა ხაზზე, მნიშვნელოვანია ამ სიახლეების სწორად გამოყენება თქვენს სტრატეგიაში.