თეგებით ძიება

საქართველოში დასაქმებულების 14%-ს 600 ლარამდე ხელფასი აქვს - კვლევა

2025 წლის მარტში თვიურ ხელფასს 962 985 მოქალაქე იღებდა, რაც წლიურად 0.3%-იანი გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია PMCG-ის მიმოხილვაში.

კვლევის თანახმად, მარტში ხელფასის მიმღებთა უდიდესი ნაწილის - 34%-ის შემოსავლები 2400-ლარს აჭარბებდა, 14%-ს კი 599-ლარამდე ხელფასი ჰქონდა.

მარტში ხელფასის მოცულობის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობა ასე გამოიყურებოდა:

  • 2400-ლარზე მეტი (34%) - 343 ათასი პირი;
  • 1200-დან 2399-ლარამდე (32%) – 326 ათასი პირი;
  • 600-დან 1199-ლარამდე (19%) – 192 ათასი პირი;
  • 0-დან 599-ლარამდე (14%) – 142 ათასი პირი.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის მარტში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.7%-ს შეადგენდა, რაც წლიურად 0.6 პროცენტული პუნქტით ზრდაზე მიანიშნებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა