მაისში ხელფასს თითქმის 992 ათასი ადამიანი იღებდა, წლიური ზრდა 1.5%-ია
მაისში ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ, თითქმის უცვლელი დარჩა აპრილთან შედარებით. PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, წლიურ ჭრილში ზრდა 1.5%-ია. ჯამში მაისში ქვეყანაში სულ 991 803 ადამიანი იღებდა ხელფასს.
2025 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც 600 ლარამდე ხელფასს იღებდნენ დასაქმებულების 13% შეადგინა, რაც 2025 წლის აპრილთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი, ხოლო შარშანდელ მაისთან შედარებით 2.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. ყველაზე მეტ ადამიანს (35%) 600-1199 ლარის დიაპაზონში აქვს ხელფასი.
მაისში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც 2 400 ლარს ან მეტ ხელფასს იღებდნენ, 32%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის აპრილთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირებული, ხოლო 2024 წლის მაისთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია. 9 600 ლარზე მაღალი ხელფასის PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, დასაქმებულთა მხოლოდ 2.8%-ს აქვს.