თეგებით ძიება

ბინის ფასი არ გაზრდილა, შემცირდა

"ბინები გაძვირდა“- ამ ფრაზას ახლა ყველგან გაიგებ, მაგრამ სინამდვილეში, ყველაფერი სხვაგვარადაა.

ბოლო წლებში საქართველოში სამშენებლო ინდუსტრია მკვეთრად შეიცვალა. არა მხოლოდ ფასების გამო - არამედ ხარისხის, კომფორტის და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს ყველაფერი მშენებელს ძვირი უჯდება, თუმცა კვადრატული მეტრის ფასი, დამატებითი ხარჯების პროპორციულად არ გაზრდილა.

რატომ იზრდება ფასები?

ბოლო წლებში საქართველოს კანონმდებლობა და სტანდარტები მნიშვნელოვნად გამკაცრდა. ახლა ყველა ახალი მშენებლობა უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე უსაფრთხოების მოთხოვნებს:

  • სახანძრო სისტემები;
  • სეისმურ სტაბილურობა;
  • თბოიზოლაცია და ენერგოეფექტურობა.

ეს ყველაფერი შეიძლება თავიდან "დამატებით ხარჯად“ მოგეჩვენოს, მაგრამ რეალურად ეს არის ინვესტიცია შენს უსაფრთხოებაში და კომფორტში.

ამასთან ერთად, სამშენებლო სექტორში საგრძნობლად გაიზარდა მუშახელის ღირებულება. დღეს სახლს აშენებენ უფრო კვალიფიციური ინჟინრები, სპეციალისტები და მშები, რაც საბოლოო შედეგზე პირდაპირ აისახება.

რას იღებ შენ, როგორც მყიდველი?

სახლს აშენებს უფრო კვალიფიციური და მოტივირებული ხალხი. მუშახელის გაძვირება ნიშნავს, რომ შენ იღებ უფრო კარგად გაკეთებულ სახლს, სადაც ნაკლებად იჩენს თავს "დეფექტები“, რაც მომავალში ბევრ პრობლემას აგარიდებს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში თითქმის ყველა სამშენებლო მასალა გაძვირდა - ბლოკი, თიხა, მინა, ლიფტები, ელექტრო მოწყობილობები… გრძელ ჩამონათვალს ახალი სტანდარტებიც ემატება.

როცა მასალა ძვირდება, მისი ხარისხიც უმჯობესდება. დღეს უკვე უკეთესი ბლოკით შენდება კედელი და უფრო გამძლე ლიფტები მონტაჟდება.

ეს ნიშნავს, რომ შენს ბინაში ნაკლები რისკი, ნაკლები პრობლემა და მეტი სიმყუდროვეა.

როგორ აისახება ეს ყველაფერი ბინის ფასზე?

მაგალითად, ადრე კვადრატული მეტრი 1000$ ღირდა, ხოლო დღეს, ახალი სტანდარტების გათვალისწინებით შეიძლება 1050$ ღირდეს. მაგრამ მოდი ვნახოთ რას იღებ დამატებით 50$-ში.

აი პასუხიც:

  • უკეთესი თბოიზოლაცია - მცირე ენერგო ხარჯები ზამთარშიც და ზაფხულშიც;
  • თანამედროვე სახანძრო სისტემა - შენ და შენი ოჯახი დაცული ხართ კრიტიკულ მომენტში;
  • ხარისხიანი მასალები - მყარი კედლები, ნაკლები ხმაური და მეტი გამძლეობა.

ისმის კითხვა, ღირს ეს უსაფრთხოება და კომფორტი 50$-ზე მეტი?

თუ შენი პასუხი არის კი, გამოდის, რომ ბინის ფასი კი არ გაძვირდა, პირიქით გაიაფდა.

დღეს ბინის ფასის ზრდა არ ნიშნავს ფულის ზედმეტად გადახდას, ეს ნიშნავს უკეთეს ხარისხს, მეტ უსაფრთხოებას და ნაკლებ პრობლემას მომავალში.

ახლა მთავარია, კარგად გაარკვიო რასაც შენს მიერ შერჩეული სამშენებლო კომპანია გთავაზობს, თანამედროვე სტანდარტებია თუ უბრალოდ გაზრდილი ფასი. აირჩიე პროექტები, რომლებიც იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ხარისხიან მასალებს, რადგან ხარისხი ყოველთვის ფასზე მეტია.

ნახე კომპანიები, რომლებიც თანამედროვე სამშენებლოს სტანდარტებს იყენებენ: "ალფა სახლი" , "სოლუმ დეველოპმენტი", "იუქს დეველოპმენტი" და "ბიმ ჯგუფი".

s


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა