რომელი ქვეყნების მოქალაქეები ყიდულობენ თბილისში ბინებს
2025 წლის პირველ 10 თვეში თბილისში გაყიდული ბინების 11% ისრაელის მოქალაქეებზე მოდის. ამის შესახებ "გალთ ენდ თაგარტის" კვლევაში ვკითხულობთ.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, მოცემულ საანგარიშო პერიოდში, დედაქალაქში ისრაელის მოქალაქეებზე 3 762 ბინა გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის მოქალაქეების მხრიდან თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენის ტენდენცია მზარდია. ასე მაგალითად, 2024 წელს თბილისში გაყიდული ბინების 9% მოდიოდა ისრაელის მოქალაქეებზე, 2023 წელს კი 4%.
უძრავი ქონების გაყიდვების მაჩვენებელი მოქალაქეობის მიხედვით 2025 წლის პირველ 10 თვეში ასე გამოიყურებოდა:
- საქართველოს მოქალაქეები - 75%;
- ისრაელის მოქალაქეები - 11%;
- რუსეთის მოქალაქეები - 3%;
- სხვა - 11%.
ცნობისთვის, მოცემულ საანგარიშო პერიოდში, თბილისში სულ 34,204 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 2.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+13.0% წ/წ).