თეგებით ძიება

როგორია ბინის ქირის ფასები საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში - სადაა ყველაზე ძვირი/იაფი

მეზობელ ქვეყნებს შორის ბინის ქირის საშუალო ფასი ყველაზე მაღალი სომხეთში, ყველაზე დაბალი კი აზერბაიჯანშია.

ქირის სიძვირის ინდექსზე Numbeo-ს ბოლო მონაცემები 143 ქვეყანას მოიცავს და მათ შორის სომხეთი 61-ე ადგილზეა, 101-ე ადგილს იკავებს აზერბაიჯანი.

ამავე რეიტინგით, 71-ე ადგილზე პოზიციონირებს საქართველო.

Numbeo-ს თანახმად, ცენტრალურ უბნებში, ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართის დაქირავების თვიური საშუალო ფასი საქართველოსა და სამეზობლოში ასე გამოიყურება:

სომხეთი (61-ე ადგილი) - 669.78 აშშ დოლარი;

თურქეთი (67-ე ადგილი) - 605.27 აშშ დოლარი;

საქართველო (71-ე ადგილი) - 538.57 აშშ დოლარი;

რუსეთი (79-ე ადგილი) - 516.24 აშშ დოლარი;

აზერბაიჯანი (101-ე ადგილი) - 418.30 აშშ დოლარი;

აღსანიშნავია, რომ ბინის ქირა ყველაზე ძვირი კაიმანის კუნძულებზე, ყველაზე იაფი კი ავღანეთშია.

უფრო კონკრეტულად, ავღანეთში ქირის საფასური საშუალოდ 97.40 აშშ დოლარია ერთოთახიან საცხოვრებელ ფართზე, ცენტრალურ ადგილად მიჩნეულ უბანში. კაიმანის კუნძულებზე კი ქირის ფასი 2.872 აშშ დოლარს შეადგენს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა