თეგებით ძიება

9 თვეში უძრავ ქონებაში FDI $165.1 მლნ-მდე გაიზარდა - TOP-ინვესტორი ქვეყნები

2025 წელს ქვეყანაში განხორციელებულ პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით 1 მილიარდ 296 მილიონი დოლარი შემოვიდა. სექტორების რეიტინგში, სადაც ყველაზე მეტი FDI ჩაიდო, მეორე ადგილს უძრავი ქონების სექტორი იკავებს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-სექტემბერში ეკონომიკის ამ დარგში 165 მილიონ 128 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 43.4%-ით აღემატება.

BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია - რომელი ქვეყნებიდან ჩაიდო ყველაზე მეტი FDI ამ სექტორში და რომელ კომპანიებში განხორციელდა ინვესტიციები. უძრავი ქონების დარგის TOP-ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილს აშშ იკავებს, მეორე-მესამეს კი ისრაელი და რუსეთი იკავებენ. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების 10-ეული ასეთია:

  • აშშ - $64.9 მლნ;
  • ისრაელი - $37 მლნ;
  • რუსეთი - $15.2 მლნ;
  • ვირჯინიის კ-ები - $10.6 მლნ;
  • პოლონეთი - ...;
  • საუდის არაბეთი - $8.1 მლნ;
  • თურქეთი - $7.9 მლნ;
  • კვიპროსი - $7.3 მლნ;
  • გერმანია - $7.2 მლნ;
  • ნიდერლანდები - $4.4 მლნ;


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა