თეგებით ძიება

მწვანე სესხების მოცულობა 1.69 მლრდ ლარამდე გაიზარდა - რომელ მიმართულებებზე გაიცა ყველაზე მეტი სესხი

2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ქართული კომერციული ბანკების მიერ გაცემული მწვანე სესხების მოცულობამ 1.69 მილიარდი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემები აჩვენებს, რომ წლიურად მწვანე დაკრედიტება 56%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად, 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, მწვანე სესხების მოცულობა 1.08 მილიარდ ლარს შეადგენდა.

ინფორმაციისთვის, მწვანე სესხი არის სესხი, რომლის თანხა გამოიყენება ისეთი ეკონომიკური საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელსაც დადებითი გავლენა აქვს გარემოზე. მაგალითად, ეს შესაძლოა, იყოს განახლებადი ენერგიის წარმოება, ენერგოეფექტური შენობები და მწვანე ტრანსპორტი. ამ შემთხვევაში მწვანე სესხები ამ პროექტების განსახორციელებლად საჭირო ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

რომელ საქმიანობებზე გაიცა ყველაზე მეტი მწვანე სესხი?

აღსანიშნავია, რომ მწვანე სესხებში ყველაზე დიდი - 55.67%-იანი წილი განახლებად ენერგიებზე მოდიოდა. კერძოდ, ამ მიმართულებით გაწეულმა დაკრედიტებამ 940.4 მილიონ ლარს გადააჭარბა. მას კი 29.06%-იანი წილით მოსდევს მწვანე შენობებსა და მშენებლობაზე გაწეული ფინანსური მხარდაჭერა, რისთვისაც 490.7 მილიონ ლარზე მეტის სესხები გაიცა.

ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ სექტორებს, სადაც 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ყველაზე მეტი მწვანე სესხებია გაცემული:

  • განახლებადი ენერგია - 940.4 მილიონი ლარი (55.67%);
  • მწვანე შენობები და მშენებლობა - 490.7 მილიონი ლარი (29.06%);
  • მდგრადი სოფლის მეურნეობა - 115.8 მილიონი ლარი (6.86%);
  • მწვანე ტრანსპორტი - 68.8 მილიონი ლარი (4.07%);
  • მდგრადი წარმოება და ვაჭრობა - 32.02 მილიონი ლარი (1.9%);
  • ნარჩენების მართვა - 25.3 მილიონი ლარი (1.5%);
  • ენერგოეფექტურობა - 11.4 მილიონი ლარი (0.68%);
  • მწვანე სერვისები - 4.5 მილიონი ლარი (0.27%).


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა