საქართველოში 2025 წელს 11.397 მლნ მ² ფართობის სამშენებლო ნებართვა გაიცა - როგორია სტატისტიკა რეგიონების მიხედვით
საქართველოში 2025 წელს 11 578 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 4.2%-ით ნაკლებია. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.
ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, გაცემულია 11.397 მლნ მ² ფართობის მშენებლობის ნებართვა, რაც წლიურ ჭრილში 5.3%-იან კლებას აჩვენებს.
საქსტატის თანახმად, გაცემული ნებართვების ძირითადი ნაწილი - 46.2% თბილისზე მოდის.
უფრო კონკრეტულად, 2025 წელს მშენებლობაზე გაცემული ნებართვების განაწილება საქართველოს რეგიონების მიხედვით, ასე გამოიყურება:
- თბილისი - 46.2% (5 345 ობიექტი, 6.423 მლნ მ²);
- ქვემო ქართლი - 10.1% (1 167 ობიექტი, 1.074 მლნ მ²);
- კახეთი - 9.8% (1 133 ობიექტი, 300 ათასი მ²);
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 6.9% (800 ობიექტი, 1.920 მლნ მ²);
- მცხეთა-მთიანეთი - 6.2% (720 ობიექტი, 208 ათასი მ²);
- იმერეთი - 5.6% (654 ობიექტი, 707 ათასი მ²);
- შიდა ქართლი - 4.8% (561 ობიექტი, 234,7 ათასი მ²);
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 4.7% (547 ობიექტი, 183.6 ათასი მ²);
- სამცხე-ჯავახეთი - 3.8% (444 ობიექტი, 243.9 ათასი მ²);
- გურია - 1.3% (150 ობიექტი, 92.6 ათასი მ²);
- რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი - 0.5% (57 ობიექტი, 9.7 ათასი მ²).