ქალი ქალწული
დედამიწის ნიშანია. პრაქტიკული ჭკუა აქვს და ხასიათი. ქალწულის ნიშანი რეალობის, ლოგიკის, სიცხადის ნიშანია. ამ ნიშნით დაბადებულები ყველაფერში მკვეთრად გამოხატულ ქცევასა და სიზუსტეს ითხოვენ. ისინი იშვიათად აყვებიან ვნებებს. წესრიგისადმი სიყავრული მაშინვე ჩვევად ექცევათ. თითქმის მუდამ გამოირჩევიან ნათელი და ანალიტიკური გონებით. მიდრეკილება აქვთ პოლიტიკის, ეკონომიკისა და მეცნიერებისადმი.
ამ ნიშნით დაბადებული ქალები არიან მომხიბლავები, თუმცა მათ არ ჰყოფნით ტემპერამენტი. უყვართ ფლირტი, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში უკან იხევენ. თითქმის მუდამ იჩაგრებიან სიმორცხვის გამო, მაშინაც კი, როცა შეთვისებული აქვთ ამ ნაკლის ხელოვნურად დაფარვა.