აჭარაში ახალგაზრდა ქალი ე.წ. ღორის გრიპს ემსხვერპლა
ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ აჭარაში ორი დღის წინ გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი H1N1-ის ვირუსს, ე.წ. ღორის გრიპს ემსხვერპლა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგმა გიორგი ჩახუნაშვილმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა, პაციენტი რისკ ჯგუფში შედიოდა, მისი გარდაცვალების მიზეზი კი დაგვიანებული მკურნალობა გახდა.
ამ დროისთვის გრიპის ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 9 ადამიანს შეადგენს, მათგან 8 სწორედ ე.წ. ღორის გრიპით დაიღუპა.
აღნიშნულის მიუხედავად, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, გრიპით დაავადების მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია და ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს.