პრემიერმინისტრი "მაესტროს" საკითხებში მთავრობის ჩარევას დაუშვებლად მიიჩნევს
პრემიერმინისტრი ტელეკომპანია მაესტროს საკითხებში მათვრობის ჩარევას დაუშვებლად მიიჩნევს. გიორგი კვირიკაშვილის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი საზოგადოების მთავარი მონაპოვარია. პრემიერმინისტრის პოზიციაა, რომ ამ თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს. ტელეკომპანია „მაესტროს“ გარშემო მიმდინარე მოვლენები ამ დრომდე მხოლოდ მესაკუთრეებს შორის დავის ხასიათს ატარებს.
ამ საკითხში მთავრობისა და პოლიტიკური ძალების რაიმე ფორმით ჩარევა კატეგორიულად დაუშვებელია. პოლიტიკური სპექტრის ამოცანად უნდა რჩებოდეს ქვეყანაში თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფა, რაც ამ შემთხვევაშიც სახეზეა,“ - ნათქვამია განცხადებაში.