ქალი მშვილდოსანი
ცეცხლის ნიშანია. მას იუპიტერი მფარველობს. გაწონასწორებული ხასიათი აქვს. ფილოსოფიური ბუნებისაა. მშვილდოსნის ნიშანს მფარველობს იუპიტერი ბედნიერებისა და კეთილდღეობის პლანეტა. მისი სიმბოლო ლამაზი და მრავალმნიშვნელოვანია-კენტავარი, რომელიც უმიზნებს უხილავს. სწორედ კენტავარი განაპირობებს მშვილდოსნის ორმაგობას: ერთი მხრივ ძლიერ განვითარებულია, მეორე მხრივ- პრიმიტიული. მეორე ტიპის მშვილდოსანს არ უყვარს ცივილიზაცია.
მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ქალები ორი ტიპისანი არიან; პირველი ტიპი- ქალი, რომელსაც ბიჭის ხასიათი აქვს. მას ყველაზე მეტად ამქვეყნიურად უყვარს მოძრაობა და სპორტი. ქორწინებას და ოჯახურ ცხოვრებას ძნელად ეგუება. თავისი ცოცხალი ხასიათის, მოხერხებულობისა და პრაქტიკულობის წყალობით ნებისმიერ პროფესიაში აღწევს მიზანს.
მეორე ტიპი- მაღალი წრის ქალი დამოუკიდებელი ჭკუითა და ყოველგვარი ცრურწმენების გარეშე. ეტრფის ხელოვნებას, წიგნს, ბრწყინვალე ადამიანებს. ყველაფერს უზადოდ აკეთებს. ორიგინალური და ექსტრავაგანტურია.
სპეციალურად: GOGAGGG.com-ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი