ციხისძირში ასწლოვანე ხეების დამცველები დააკავეს
ხმაურით დასრულდა ციხისძირში ოპოზიციისა და გარემოსდამცველების საპროტესტო აქცია. სამართალდამცავებმა ნაციონალური მოძრაობისა და პარტიზანელი მებაღეების წევრები დააკავეს. ხუთივე მათგანი ჩაქვისა და ქობულეთის პოლიციის განყოფილებებში გადაიყვაეს. დაკავების ოპერაციას აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსი ლაშა გოგინაშვილი პირადად ხელმძღვანელობდა.