თეგებით ძიება
10. 02. 2016 News-ები

ტყუპები: პიროვნების ზოგადი დახასიათება

ნიშანი წარმოდგენილია მოძრავი, სიცოცხლით სავსე ტყუპებით. ეს მომხიბვლელი, იდუმალი ნიშნის ადამიანები თავგზას უბნევენ ყველას, მათ შორის ასტროლოგებსაც -თავიანთი მერყევი და ცვალებადი ხასიათით. მერკური გახლავთ პლანეტა, რომელიც მართავს ჩვენს გონებრივ პროცესებს. ამიტომ ტყუპები, რაკი მერკური მათზე უშუალოდ ზემოქმედებს, ძალზე ინტელექტუალურები არიან და ხშირად სჯობნიან ამ სფეროში სხვებს.

ტყუპები გუნებ-განწყობის ხალხია, ცუდ გუნებაზე მყოფნი ხშირად იქცევიან ბრიყვებად, უჭკუოდ რაზეც მოგვიანებით სინანულს გამოთქვამენ.

ზოგიერთი ტყუპი, თავისი გონებრივი ძალით გაამაყებული, თვითკმაყოფილებასა და მეტისმეტ თავდაჭერულობას ამჟღავნებს და ზემოდან დასცქერის ყველას.

ტყუპები კარგად ეგუებიან ცვლილებებს. მათ დემოკრატიული აზრები აქვთ, უყვართ მოგზაურობა და სიამოვნებას ანიჭებთ ის პროფესია, რომელიც მრავალმხრივობით არის გამორჩეული.

სპეციალურად: GOGAGGG.com-ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა