თეგებით ძიება
11. 02. 2016 News-ები

აშშ და რუსეთი უკრაინის კონფლიქტზე შეიძლება შეთანხმდნენ

კერძო ამერიკული სადაზვერვო-ანალიტიკური სააგენტო Stratfor-ის ინფორმაციით, აშშ და რუსეთი შესაძლოა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით შეთანხმდნენ.

„აშშ და რუსეთი, უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით, შესაძლოა შეთანხმდნენ. ბოლო კვირებში ამერიკელ და რუს მაღალჩინოსნებს შორის დიპლომატიური აქტივობა მკვეთრად გაიზრდა. ინფორმაცია ვრცელდება ოკუპირებულ დონბასში პოლიტიკური გადაადგილებების შესახებ. უკრაინულ და რუსულ მედიაში ასევე გაჩნდა ინფორმაცია „საიდუმლო შეთანხმების“ შესახებ, რომელიც იქნება კომპრომისული შეთანხმება ერთი მხრივ, სეპარატისტებისა და მოსკოვის მოთხვოვნებსა და მეორე მხრივ, კიევისა და მისი დასავლელი პარტნიორების მოთხოვნებს შორის.“, - წერს Stratfor-ი.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ მოლაპარაკებების „ახალი სიცოცხლე“ ნავთობის დაბალმა ფასებმა და რუსეთის ეკონომიკის დასუსტებამ გამოიწვია. ასევე - რუსეთის ჩართულობამ სირიის ომში.

ამის მიუხედავად, Stratfor-ის ანალიტიკოსები წერენ, რომ შეთანხმებამდე მხარეები ჯერ კიდევ შორს არიან. თანაც, მათი აზრით, კიევს არ უნდა ჰქონდეს მოსკოვის მხრიდან მნიშვნელოვანი დათმობების იმედი.

„ტრადიციულად კრემლი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ეროვნულ ინტერესებს ყოველთვის უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ეკონომიკურ განვითარებას. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კარგად იცის, რომ სსრკ-ს ყოფილი ლიდერის მიხეილ გობარჩოვის მიერ, ეკონომიკური დახმარების სანაცვლოდ, დასავლეთთან გეოპოლიტიკურმა დათმობებმა საბოლოოდ დაშალა სსრკ. მან ასევე კარგად იცის, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დათმობებზე წავიდა ისე, რომ კიევიდან იგივე არ მოხდა, ეს ეკონომიკურ კრიზისზე მეტად შეარყევს მის პოლიტიკურ პოზიციას“, - წერია Stratfor-ის ანგარიშში.

ამასთან ერთად, სააგენტოს ინფორმაციით, არც უკრაინაში სურთ დათმობებზე წასვლა, რადგან მთავრობამ იცის, რომ სეპარტისტებთან და რუსეთთან კომპრომისზე წასვლამ შესაძლოა დაპირისპირება გამოიწვიოს მკვეთრად მემარჯვენე დაჯგუფებებთან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა