თეგებით ძიება
11. 02. 2016 News-ები

ნატოს გენერალური მდივანი - "მეტი უნდა გაკეთდეს მთავარ სფეროებში"

"მეტი უნდა გაკეთდეს მთავარ სფეროებში, კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის ჩათვლით,"- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მცდელობა გააძლიეროს, დემოკრატიული ინსტიტუტები მოკავშირეებმა დადებითად შეაფასეს.

"მაისში ჩვენი ერთობლივი ცენტრი თბილისში დაიწყებს ქართველი ოფიცრების პირველი ნაკადის გაწვრთნას. ეს კარგი სიახლეა. ჩვენ ვეძებთ ახალ პრაქტიკულ გზებს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის გასაძლიერებლად. საქართველო ერთგული რჩება რეფორმების ამბიციური კურსის მიმართ. დღეს მოკავშირეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მცდელობა გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები, მაგრამ მეტი უნდა გაკეთდეს მთავარ სფეროებში, კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის ჩათვლით,"- განაცხადა სტოლტენბერგმა.

ავტორი: თამარ ნუცუბიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა