ჯაჭვლიანმა რელიგიურ გრძნობებთან დაკავშირებული კანონპროექტი უკან გაითხოვა
რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების შესახებ კანონპროექტი მისმა ინიციატორმა, სოსო ჯაჭვლიანმა უკან გაითხოვა. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება.
„ეს პროექტი ჯერ კიდევ საკომიტეტო განხილვების სტადიაშია. ამიტომ, ავტორს და ინიციატორს აქვს ამის უფლება. ჩვენ მივიღეთ ცნობად, რომ ჯაჭვლიანმა გაითხოვა აღნიშნული პროექტი, შესაბამისად, პარლამენტი წყვეტს ამ საკითხზე მსჯელობას“ - თქვა დავით უსუფაშვილმა.