თეგებით ძიება
18. 02. 2016 News-ები

პრინცი უილიამის პირველი სიყვარული

პრინცი უილიამის პირველი სიყვარული როუზ ფარკუარი არის ბრიტანული პოპულარული შოუს The Voice-ის მონაწილე.

მომავალ კვირას 31 წლის როუზი წარდგება ჟიურის წინაშე, რომლებიც გადაწყვეტენ გააგრძელებს თუ არა მომღერალი გამარჯვებისთვის ბრძოლას.

რამდენადაც ჟურნალისტებისთვის ცნობილია, დიდი ხნის წინ 18 წლის პრინც უილიამმა, მაშინ, როცა ახალი დამთავრებული ჰქონდა პრესტიჟული ბრიტანული კოლეჯი, გაიცნო დამწყები მსახიობი და მომღერალი როუზ ფარკუარი, ნადირობის დროს. მათ სწრაფად იპოვეს საერთო ინტერესები და დაიწყეს შეხვედრა. დასავლური მედია ხშირად მოიხსენიებს როუზს, უილიამის პირველ სიყვარულად.

თუმცა, ეს რომანი ნახევარ წელზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა. როუზმა გადაწყვიტა წასულიყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ის გეგმავდა ჩაებარებინა ცნობილ სამსახიობო სკოლაში.

როდესაც როუზი სკოლაში ჩაირიცხა, წყვილმა გადაწყვიტა ერთმანეთს დაშორებოდნენ, იმისთვის, რომ თითოეულს თავისი საქმისთვის მიეხედა.

პრინცი უილიამის პირველი სიყვარული

პრინცი უილიამის პირველი სიყვარული


სპეციალურად: GOGAGGG.com-ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა