თეგებით ძიება
19. 02. 2016 News-ები

ანჯელინა ჯოლი თავის ცხოვრებაზე საუბრობს

ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა ანჯელინა ჯოლიმ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება მას შემდეგ, რაც მან კამბოჯაში იმოგზაურა. შეგახსენებთ, რომ ახლა 40 წლის ჯოლი ზრდის 6 ბავშვს, მაგრამ წარსულში ვარსკვლავს არ წარმოედგინა ის, რომ ოდესმე დედა გახდებოდა.

\'\'უცნაურია მაგრამ, მე არასდროს არ მსურდა, რომ ბავშვები მყოლოდა. არასდროს არ მინდოდა ვყოფილიყავი ორსული, ან კიდევ ბავშვებთან ვყოფილიყავი სახლში. მე არასდროს არ მომსვლია თავში ის აზრი, რომ დედა გავხდებოდი.\'\'

-განაცხადა ვარსკვლაცმა ინტერვიუში.
ახლა ჯოლი იმყოფება კამბოჯაში თავის ფილმის გადაღებებზე. ფილმის სახელწოდებაა First They Killed My Father: A Daughter of Cambodia Remembers.

პირველად სურვილი ბავშვის ყოლის ანჯელინას მაშინ გაუჩნდა, როცა Tomb Raider-ის ფილმში მონაწილეობდა, როდესაც მსახიობი მონაწილეობას იღებდა ადგილობრივ ბავშვებთან ერთად კამბოჯის სკოლაში.

\'\' მე მოულოდნელად მივხვდი, რომ ჩემი ვაჟი იმყოფებოდა, სადღაც ამ ქვეყანაში.\'\'
- განმარტავს ვარსკვლავი.

2002 წელს ჯოლიმ იშვილა მედოქსი, შემდეგ კი გახსნა საქველმოქმედო ფონდი კამბოჯის ერთ-ერთ პროვინციაში, რომელიც სამედიცინო დახმარებას უწევდა იქ მცხოვრებთ. დღეს მედოქსი 14 წლისაა და ის უკვე ეხმარება დედას ახალი პროექტის გადაღებებში.

\'\'ახლა მე ვგრძნობ, რომ მე ვიპოვე ჩემი ადგილი ცხოვრებაში. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო.\'\'

-განაცხადა ჯოლიმ.
\'\'როდესაც მე პირველად გავემგზავრე კამბოჯაში, მან მე მთლიანად შემცვალა. მე გავიაზრე, რომ არსებობს იმდენი ისტორია, რომელსაც ჩვენ არ გვასწავლიან სკოლაში.და კიდევ ძალიან ბევრი რამ არის, რაც საჭიროა, რომ გავიგოთ ცხოვრებაზე.\'\'
-აღნიშნა ჯოლიმ.

ანჯელინა ჯოლი თავის ცხოვრებაზე საუბრობს

ანჯელინა ჯოლი თავის ცხოვრებაზე საუბრობს

ანჯელინა ჯოლი თავის ცხოვრებაზე საუბრობს


სპეციალურად: GOGAGGG.com-ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა