თეგებით ძიება
19. 02. 2016 News-ები

მერწყული: პიროვნების ზოგადი დახასიათება

მერწყულს მართავს პლანეტა ურანი. ასტროლოგების აზრით ყველაზე ექსცენტრიული მოქმედება მას აქვს.

მერწყული გულუხვობის ნიშანია. იგი იმ ადამიანს ანსახიერებს, რომელიც წყალს ღვრის. ამ ნიშნის ადამიანები ცდილობენ გააკეთილშობილონ კაცობრიობა. ისინი არაფერს არ იშურებენ და, ჩვეულებრივ, მის ნაყოფსაც იმკიან: დიდებას და სიმდიდრეს.

მერწყული იმ ძალას ფლობს, რომელიც, როგორც ასტროლოგები ამბობენ პრაქტიკულად აუცილებელია. ჯერ ერთი იგი ჰაერის ნიშანია და ძლიერი გონებით არის დაჯილდოვებული, მეორეც იგი მუდმივი ნიშანია: ეს ადამიანები შეუპოვრები არიან და მესამე: მმართველი პლანეტის გამო მისი ცხოვრება თავისუფალია წვრილმანი, მიწიერი საქმეებისაგან, რაც ხელს უშლის სხვებს, მიაღწიონ თავის მიზნებს.

მერწყული გაწონასწორებულია და ადვილად არ განაწყენდება, სანამ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ არ გადაწყვეტს, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ. მართალია მათ განსჯის უნარი აქვთ, მაგრამ დარწმუნებულები არ არიან თავიანთ თავში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კარგად ეგუებიან ცხოვრების სხვადასხვა პირობებს. შიში იმისა, რომ დაკარგავენ კეთილდღეობას, არა აქვთ.

სპეციალურად: GOGAGGG.com-ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა