თეგებით ძიება
19. 02. 2016 News-ები

უკრაინაში მმართველი კოალიცია დაიშალა

უკრაინაში მმართველი კოალიცია დაიშალა. როგორც “ბი-ბი-სი” იტყობინება, ფრაქცია “თვითდახმარებამ” განაცხადა, რომ მმართველ საპარლამენტო კოალიცია “ევროპულ უკრაინას” ტოვებს.
ამ გადაწყვეტილებამ საპარლამენტო უმრავლესობის დაშლა გამოიწვია, რადგან კოალიციაში საჭირო 226-ზე ნაკლები დეპუტატი დარჩა.
ფრაქცია “თვითდახმარებაში” განაცხადეს, რომ შეუძლებელია იმ პოლიტიკურ ძალებთან კავშირი, რომლებიც “პარლამენტში ოლიგარქიული გადატრიალების მონაწილეები გახდნენ”.
“თვითდახმარება” რიგით მესამე პარტია გახდა, რომელმაც მმართველი კოალიცია დატოვა. გუშინ პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის თანამდებობაზე დარჩენის გასაპროტესტებლად ანალოგიური გადაწყვეტილება იულია ტიმოშენკოს “ბატკივშინამ” მიიღო.
გასული წლის სექტემბერში კი, მმართველი კოალიცია ოლეგ ლიაშკოს რადიკალურმა პარტიამ დატოვა.
primetimenews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა