თეგებით ძიება
19. 02. 2016 News-ები

პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განვითარების ფონდმა განცხადება გაავრცელა, სადაც პაატა ბურჭულაძე ქვეყანაში შექმნილ ჩიხზე საუბრობს. მისი თქმით, მოსახლეობა იმაზე უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე ეს მას წარმოედგინა.

„საქართველოს განვითარების ფონდი მუშაობის ახალ ფაზაში გადადის. ვფიქრობ, ქვეყნის მდგომარეობა ყოველდღიურად შედის ჩიხში, ეს მავნე პროცესი კარგად ჩანს ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ რეალობაში“, - ამბობს პაატა ბურჭულაძე.

ამის გამო, ბურჭულაძე საქართველოს განვითარების ფონდს უშუალოდ უხელმძღვანელებს. მას სურს შეხვდეს საზოგადოებას, რომელიც ქვეყნის ეფექტური განვითარებისთვის ბრძოლას აპირებს.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვუხელმძღვანელო ჩემივე დაფუძნებულ ორგანიზაციას და უშუალოდ, შევხვდე საზოგადოებას, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ბრძოლა ქვეყნის ეფექტური განვითარებისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა