თეგებით ძიება
19. 02. 2016 News-ები

დედაქალაქის საკრებულოს სხდომა დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით გაიხსნა

დედაქალაქის საკრებულოს სხდომა დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით გაიხსნა. ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილმა მერს მოუწოდა აიღოს პასუხისმგებლობა ორი დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციაზე მერიის მიერ ისანი-სამგორის პროკურორის ლეონიდ გერგედავას შვილის სწავლის 5 400 ლარით დაფინანსებაზე.

“არც ერთ კანონში არ წერია, რომ პროკურორის შვილი ესეთი ცნება არის ან პარლამენტარის შვილი, სოციალურად დაუცველ ბავშვებს უფინანსებს პროგრამა სწავლის გადასახადს, მერს აქვს უფლება წარმატებული ბავშვი მისი ფონდიდან დააფინანსოს“ - განაცხადა საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშილი თქმით, დეკლარაციის მიხედვით პროკურორის ოჯახი სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული არ არის.

“შეგიძლიათ ნახოთ დეკლარაცია, ამ ოჯახს გაჭირვების არაფერი არ ეტყობა, ადამიანი 2002 წლიდან არის პროკურატურის თანამშრომელი, 2013 წლიდან ისანი-სამგორის რაიონის პროკურორი, აქვს შესანიშნავი შემოსავალი, ანგარშზე თანხა აქვს ლარშიც, დოლარშიც და ეს ადამიანი მძიმე სოციალური ეკონომიკურ მდგომარებაშია ?“ - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - თბილისის თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის თქმით, პროკურორმა საკუთარი თანამდებობით ბოროტად ისარგებლა.

“როდესაც სოციალური დაფინანსების მუხლიდან გამოიყოფა პარიზში ცხოვრების ხარჯი და როდესაც ოჯახის ხელმძღვანელი არის რაიონის პროკურორი, ეს ერთობლიობაში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ რომ არა პროკურორის მიერ საკუთარი თანამდებრობივი მდგომარეობის ბოროტად სარგებლობა ეს დაფინანსება სხვა შემთხვევაში არ მოხდებოდა“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა