თეგებით ძიება
19. 02. 2016 News-ები

ეკა ხოფერიას გადაცემა კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა- „მოგსტ... პატრონი“

ამ კვირას გადაცემა, რომელშიც მთავარი კითხვაც იყო, \'\'მე რომ თბილისის მერი ვიყო, რას გავაკეთებდი\'\', მიწვეულ სტუმრებს შორის იყო კალათბურთელი ვატო ნაცვლიშვილი.

გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ვატო ნაცვლიშვილმა სტატუსი დაწერა, საიდანაც ვიგებთ, რომ მისი პასუხი ამოჭრილი იყო.

"გუშინ ეკა ხოფერიას გადაცემაში ვიყავი სტუმრად. როდესაც ეკამ დამისვა კითხვა: შენ რომ ქალაქის მერი იყო, რას იზამდიო? აი ზუსტად ეს უპასუხე, (ვატო სერიალ \'\'ჩემი ცოლის დაქალებში\'\' იმ მომენტს გულისხმობდა, როდესაც ცოტნე ცოტაშვილი პირდაპირ ეთერში ამბობდა, რაც გინდათ ის ქენით ხალხო, ვინც გინდათ ის გააპიარეთ და ვისაც გინდათ, იმან ააშენეთ ეს ქვეყანა. მოგსტ... პატრონი\'\') ოღონდ ამომჭრეს და არ გავიდა ეთერში. ეკა, ცენზურის ხელი ურევია თუ შენი?"

ვატოს ტელეწამყვანმა შემდეგი კომენტარით უპასუხა. "არაა... მე აქ არ ვიყავი ვატო, მონტაჟს ვერ დავესწარი. ეგ ამოსაჭრელი ნაღდად არ იყო... ჰოდა ასე საჯაროდ ვიღებ სხვის ნაცვლად შენიშვნას".

ავტორი ნათია ჩაფიძე
სპეციალურად GOGAGGG.COM-ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა