თეგებით ძიება
20. 02. 2016 News-ები

პრეზიდენტის სასახლეში დღეს პანკისელი ბავშვების ფოტოგამოფენა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს პანკისელი ბავშვების ფოტოგამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარდგენილი ფოტოების ავტორები საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის მონაწილე ბავშვები არიან, რომლებმაც ნამუშევრები თბილისში ჩამოიტანეს.

„გამოფენაზე მოწვეულები არიან თბილისის და რუსთავის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, რაც ძალიან კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ მათ თავიანთი თანატოლების თვალით დანახული პანკისის ხეობა ნახონ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდმა.

პროექტი, რომელსაც ფოტოკლუბი „ბერთი" საქართველოს პრეზიდეტნის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ახორციელებს, პანკისის ხეობაში მცხოვრებიახალგაზრდებისთვის ფოტოსახელოსნოს მოწყობასა და ფოტოხელოვნების შესწავლას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში 26 ბავშვმა 6 თვის განმავლობაში გაიარა ფოტოხელოვნების კურსი. პროექტის ხელმძღვანელია ფოტოხელოვანი ნათელა გრიგალაშვილი.

გამოფენის შემდეგ თბილისისა და რუსთავის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უკვე რამდენიმე თვეა, პრეზიდენტის სასახლეში სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ექსკურსიები ეწყობა.
news.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა