თეგებით ძიება
22. 02. 2016 News-ები

იუსტიციის საბჭომ მამუკა ახვლედიანი პოსტიდან გადააყენა

მამუკა ახვლედიანი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს. როგორც საბჭოს წევრმა შოთა გეწაძემ განაცხადა, მას მენეჯმენტის არაჯეროვნად შესრულებას ედავებოდნენ და შესაძლო დისციპლინური გადაცდომები ამ გადაწყვეტილების საფუძველი არ გამხდარა.

„საქალაქო სასამართლოში იგი პრაქტიკულად ვერ ახორციელებდა მენეჯმენტს იმ დონეზე, რაც საჭირო იყო საქალაქო სასამართლოს მართვისთვის. მან ერთხელ მოგვმართა გადაწყვეტილებით, კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად, თუმცა ჩვენ არ გავიზიარეთ ეს პოზიცია, ვინაიდან ამ საკითხის გადაწყვეტა იყო საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხი, თუმცა, მან საბჭოს გვერდის ავლით, თვითნებურად განახორციელა ეს თავისი ბრძანებით, რამაც გამოიწვია ის, რომ სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში, საქმეთა განაწილების წესი დაირღვა. ამაზე ცალკე დისციპლინური დევნაა დაწყებული.

ახლა ჩვენ ვიმსჯელეთ სრულიად სხვა საკითხზე. ვიმსჯელეთ ახვლედიანის, როგორც სასამართლოს თავმჯდომარის, ანუ მენეჯერის პოზიციიდან მისი გადაყენების თაობაზე. ჩვენ რამდენიმე დღეა, ინტენსიურად ვცდილობთ დავუკავშირდეთ მამუკა ახვლედიანს და მოვიწვიოთ საბჭოს სხდომაზე. ჩვენ გვსურდა მისი პოზიციის გაგება. უამრავი მცდელობის მიუხედავად, იგი არ გამოცხადდა საბჭოს სხდომაზე, მოიმიზეზა ბიულეტენზე ყოფნა, თუმცა, არიან მოწმე მოსამართლეები, რომ ბიულეტენზე ყოფნის პერიოდში, იგი დადიოდა საქალაქო სასამართლოში“, - განაცხადა გეწაძემ.
news.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა