ტყიბულში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება
ტყიბულში მეცხრე დღეა გრძელდება მაღაროელების გაფიცვა. მაღაროს მუშაობა სრულად გაჩერებულია. აქციის მონაწილეებმა ადგილზე კარავი გაშალეს და 24-საათიან რეჟიმში მორიგეობენ. მათი მოთხოვნებია ხელფასების გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. შახტის ადმინისტრაცია გაფიცვის მონაწილეებთან კომუნიკაციის რეჟიმში იმყოფება.