თეგებით ძიება
22. 02. 2016 News-ები

კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.
ცერემონიის დასრულებისთანავე საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი ჩეხ კოლეგას ბუხუსლავ სობოტკას პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომელსაც საქართველოსა და ჩეხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრებიან. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაური მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა