ლევან ჯიბღაშვილი - „ლენჩი დედა ვის ჭირდება?“
ლევან ჯიბღაშვილი შეყვარებულია და მალე, შესაძლოა „ქმრის“ ამპულაშიც მოგვევლინოს, თუმცა მანამდე გულახდილად ყვება იმის შესახებ თუ როგორი მეუღლე იქნება :
ქალი მხოლოდ სამზარეულოში არ უნდა იყოს,სამზარეულოს გარდა სხვა ოთახებიც არის . ოჯახი სამზარეულოთი არ განისაზღვრება. მე მგონია, რომ ქალი უნდა იყოს ოჯახში. მე დღედაღამე გარეთ ვარ. 24 საათი ვშრომობ.. ცოლი რომ მეყოლება სახლს ვინ უნდა მიხედოს? ტრადიციულად, ადათ-წესებით ოჯახი მეუღლის კისერზე დგას.
არ არის აუცილებელი განათლება მაინცდამაინც სამსახურში გამოიყენო. შვილები რომ გეყოლება და შეკითხვას დაგისვამენ, პასუხი უნდა გქონდეს, გაკვეთილების მომზადებაში რომ ვერ დაეხმარება მესამე კლასელ ბავშვს დედა, ასეთი ცოლი რად მინდა. ლენჩი დედა რომელ ქმარს სიამოვნებს?11 წელი საკუთარ თავს თავად ვუვლი, არაფერი მიჭირს. მადლობა ღმერთს, ბავშვს რამდენსაც მინდა იმდენს გავაკეთებ.
ავტორი ნათია ჩაფიძე
სპეციალურად GOGAGGG.COM-ისთვის