თეგებით ძიება
22. 02. 2016 News-ები

საზარელი მკვლელობა ფონიჭალაში

ფონიჭალაში მომხდარი საზარელი მკვლელობის მიზეზი ძარცვა არ ყოფილა-ინფორმაციას ამის შესახებ შსს კურიერთან ოფიციალურად ადასტურებს.

როგორც კურიერის ჟურნალისტისთვის გახდა ცნობილი დღეს, დღის 12:00 საათისთვის მომხდარი საზარელი მკვლელობის ვერსიად თავიდან სწორედ ძარცვა დასახელდა, თუმცა სამართალდამცველებს ოქროულობა და თანხა ბინაში ხელუხლებელი დახვდათ, რის გამოც აღნიშნული ვერსია ოფიციალურად გამოირიცხა.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ფონიჭალაში ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ბინაში დედა-შვილი მოკლული იპოვეს. ქალს ყელი აქვს გამოჭრილი, ბავშვი კი დამწვარია.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა