თეგებით ძიება
02. 03. 2016 News-ები

ალექსი პეტრიაშვილს დღეს დაკითხავენ

ალექსი პეტრიაშვილს დღეს ადვოკატისა და, საჭიროების შემთხვევაში, ექიმის თანდასწრებით, დაკითხავენ. ადვოკატ ლევან სამუშიას განცხადებით, მას შსს-დან დაუკავშირდა გამომძიებელი და შეატყობინა, რომ იგეგმებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვა.

„მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მისცეს ის ინფორმაცია, რაც მომხდარ ფაქტს შეეხება. შინაგან საქმეთა სამინისტროდან მე დამიკავშირდა გამომძიებელი, რომელმაც მითხრა, რომ 16:00 საათის შემდეგ, ისინი მოვიდოდნენ. შემატყობინა, რომ იგეგმებოდა ბატონი ალექსის დაკითხვა.

ჩვენი მხრიდან, ჩვენ მზად ვართ, თუ საჭიროება იქნება, ექიმიც დაესწრება. ამ შემთხვევაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის პრიორიტეტული, რა თქმა უნდა, და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდება საგამოძიებო მოქმედებებში მისი მონაწილეობა“,-განაცხადა სამუშიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა