თეგებით ძიება
04. 03. 2016 News-ები

ქალწული: დადებითი თვისებები

ახლა კი შეიძლება კომპლიმენტები ვუძღვნათ ჩვენს ქალწულებს, რადგან ისინი ამას დიდ თავმდაბლობად მიიღებენ. მათ მრავალი ისეთი თვისება ახასიათებთ, რომელიც აღტაცების ღირსია. ისინი ლოგიკურები და მგრძნობიარე ხალხია, მაგრამ უფრო ინტელექტუალურები, ვიდრე ემოციურები. მათ შეუძლიათ საკუთარ თავზე აიღონ დიდი პასუხისმგებლობა.

ამ ნიშანმა მრავალი გამოჩენილი მწერალი და გამჭრიახი კრიტიკოსი მოგვცა. ქალწულები დაუღალავად შრომობენ სხვათა საკეთილდღეოდ. მათ გმომგონებლის ჭკუა აქვთ და გენიალური გონების წყალობით შეუძლიათ შექმნან რთული სისტემები, გადაჭრან რთული პრობლემები.

მეგობრებთან მიმართებაში ისინი არცთუ გულუხვად იმეტებენ ქებას, დიდად არ თანაუგრძნობენ მას, მაგრამ არიან მტკიცენი და თანმიმდევრულნი, იძლევიან გულითად რჩევებს.

მერკურის შვილები შეიძლება მომხიბვლელნი და მრავალმხრივნი იყვნენ, თუმცა ცვალებადი ხასიათებით გამოირჩევიან: ხან ფიცხობენ, ხან ცივი გონებით სჯიან, ხანდახან კი მათი მოქმედება ამოუცნობიც არის.

სპეციალურად: GOGAGGG.com-ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა