თეგებით ძიება
05. 03. 2016 News-ები

სამცხე-ჯავახეთში ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა დაიწყო

მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, სამცხე-ჯავახეთში ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, საფარის მონასტერთან მისასვლელ 7,2 კილომეტრიან მონაკვეთზე კაპიტალური გზა პირველად დაიგება. გზის აღდგენითი სამუშაოები პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.

"საფარის მონასტრამდე მისასვლელი გზა არის ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი თვალსაზრისით. ეს არის 7 კილომეტრიანი გზა, რომლის გახსნაც მოხდება წელს. აქ დადიან ტურისტები, მომლოცველები, რეგიონის მცხოვრებლები და ყველასთვის იქნება მნიშვნელოვანი, რომ გაკეთდეს გზა და მოეწყოს ინფრასტრუქტურა გზის გარშემო.

აქ გაკეთდება გადასახედები, ავტომანქანის სადგომები. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დღეს ჩვენ ასევე დავათვალიერებთ რამდენიმე საწარმოს, რომლებიც პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გაიხსნა, ვეწვევით შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსებულ საწარმოს და დავესწრებით ბორჯომში ახალი სასტუმროს გახსნის ღონისძიებას,"- განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საფარის მონასტრამდე მანძილი, ნაცვლად 30 წუთისა, 10 წუთში დაიფარება. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 7,2 კმ-ი, გზის საფარის სიგანე კი 5 მეტრია. პროექტის ფარგლებში დასაქმდება 70 ადამიანი. გზის რეაბილიტაცია 2016 წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება, რომელსაც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, 3 198 099,81 ლარია. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
news.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა